ღვინის წარმოება და ღვინის სმა
  • ნოემბერი 24, 2024
  • 24 ნოემბერი, კვირა 2024
  • |
  • 1868
 

ღვინის წამროება და ღვინის სმა

მსოფლიოში ყველაზე მეტ ღვინოს აწარმოებს ევროპა. ევროპაში ღვინის ყველაზე მეტ ღვინოს აწარმოებს იტალია და საფრანგეთი. დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტ ღვინოს სვამენ ქართველები.

ღვინო მკურნალი

ღვინო ავადმყოფისათვის გამოჯამრთელების, ხოლო ჯამრთელისათვის კი ჯამრთელობის შენარჩუნების საშუალებაა.

ღვინოში შემავალი მჟავები

ორგანული მჟავები, ნივთიერებათა საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფი. ძირითადი წარმომადგენლებია: რძემჟავა, ძმარმჟავა, ღვინისა და ვაშლის მჟავები, თუმცა ღვინოშ სხვა მჟავებიც გვხვდება. აქტიურად ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ნივთიერებებთან რის გამოც მნიშვნელოვანი წვრილი შეაქვთ ღვინის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების (გემო, ფერი, სუნი) ფორმირებაში. საზოგადოდ, რაც უფრო მაღალმჟავიანია ღვინო, ნით უფრო ხასხასა შეფერილობით ხასიათდება იგი. მაღალმჟავიანი ღვინო შედარებით სტაბილურია.

ღვინოში შემავალი სპირტები

ორგანული ნაერთები. ძირითადი წარმომადგენელია ეთილის სპირტი. ეთილის სპირტი უფერო, წყალში კარგად ხსნადი მოძრავი სითხეა. ახასიათებს თავისებური, მოტკბო სუნი. ღვინოში გვხვდება, როგორც ერთატომიანი, ისე მრავალტომიანი სპირტებიც. სპირტები დიდ გავლენას ახდენენ ღვინის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების ფორმირებაზე. ეთილის სპირტი ღვინის გემოზე უშუალოდ მოქმედებს.