ყველაფერი ვაზის შესახებ
  • დეკემბერი 19, 2024
  • 19 დეკემბერი, ხუთშაბათი 2024
  • |
  • 1704
 

ვაზის უმთავრესი მავნებლები 

  ვენახის უმთავრესი მავნებელია: ვაზის ტკიბა, ცრუფარიანა, ყურძნის ჭია, კვირტის ჭია, და ფილოქსერა. გარდა აქ ჩამოთვლილისა ვაზს კიდევ არაერთი მავნებელი აზიანებს.

ვაზის ფესვის სიგრძე

  ვაზის ფესვი ნიადაგის სიღრმეში შესაძლოა 15 - 20 მეტრზე და უფრო ღრმადაც განვითარდეს. რაც უფრო ღრმადაა ვაზის ფესვი ნიადაგში განვითარებული მით უფრო ძლიერია ვაზი.

ვაზის ჯიშის სინონიმები

  ქართული ვაზის ჯიშებიდან არაერთია ისეთი, რომელთაც აქვთ სინონიმები. ასეთი ვაზის ჯიშებია, მაგალითად: მეჯვისხევის საფერავი, რომლის სინონიმია ,,ხომასურიანთ საფერავი''.  ზემოიმერეთში გორული მწვანის სინონიმია ,,ქვიშხური'', ხოლო ამ ჯიშის რაჭული სინონიმებია ,,სადმელური მწვანე'' და ,,რაჭული მწვანე''.  კახური ვაზის ჯიშის - ხიხვის სინონიმია ,,ჯანაანურა'', გორულას სინონიმია ,,საბატონე'',  ლეჩხუმის ვაზის ჯიშის - უსახელოურის სინონიმია ,,ოყურეშული'' და სხვ.

ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესი

  ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესი საქართველოში ორჯერ ჩატარდა. პირველად 1962 წელს, ხოლო მეორედ 2010 წელს. ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესი სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება.

ვაზისა და ღვინის მუზეუმი

  2015 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს შენობაში (მარშალ გელოვანის 6) გაიხსნა და ღვინის პირველი ქართული მუზეუმი.