ქვევრის ღვინოები
  • დეკემბერი 04, 2024
  • 04 დეკემბერი, ოთხშაბათი 2024
  • |
  • 1325
 

კახური წესით ღვინის დაყენების უნიკალურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ღვინის დაწურვა ხდება  თიხის ჭურჭელში- ქვევრში. ვინაიდან ქვევრი მოთავსებულია მიწაში, ფერმენტაცია წარიმართება მუდმივი თანაბარი ტემპერატურის პირობებში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესისთვის. ქვევრი წარმოადგენს ქართულ ტრადიციულ საღვინე ჭურჭელს, რომელიც მზადდება ბუნებრივი თიხამინერალების გადამუშავებითა და გამოწვით, ქვევრის კედლებიდან ღვინოში გადასული მინერალური ნივთიერებები დადებით გავლენას ახდენენ ღვინის ხარისხზე. ქვევრის ღვინო ერთადერთი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. ამ წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების, ტანინის მაღალი შემცველობით, რომელიც აძლევს ღვინოს დამახასიათებელ სხეულს და გამოარჩევს მას სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი. მისთვის დამახასიათებელია ქარვისფერი შეფერილობა, რაც გამოწვეულია იმ ტექნოლოგიური პროცესებით რომელსაც გადის ღვინო დაწურვიდან დავარგებამდე. რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგრბლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.

2013 წელს ქართული ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.