საფერავის ღვინოები
  • დეკემბერი 20, 2024
  • 20 დეკემბერი, პარასკევი 2024
  • |
  • 2738
 

საფერავის ღვინოები ცნობილი კახური ღვინოები: ქინძმარაული, ახალშენი, ნაფარეული, ყვარელი და მუკუზანი მზადდება საფერავის ჯიშისაგან.

საფერავი მელნის მაგივრად

ძველად საქართველოს ზოგიერთ ადგილას და უპირატესად კახეთში მელნის ნაცვლად იყენებდნენ საფერავის ღვინოს, რითიც ხდებოდა ერთმანეთში წერილების მიწერ-მოწერა.

სამეგრელოს ვაზის ჯიშები

სამეგრელოში 47 ადგილობრივი ვაზის ჯიშია. აქედან 20 წითელყურძიანია., ხოლო 27 თეთრყურძნიანი. მეგრული  ვაზის ჯიშებიდან ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები მხოლოდ 2 ჯიშს აქვს

საფუარი

ბუნებრივი საფუარი ცხოვრობს ყურძნის მარცვლის გარეკანზე ცვილისებური ნადების სახით. საფუარი განაპირობებს ალკოჰოლური დუღილის დაწყებას და ზოგადად მიმდინარეობას. არსებობს ინდუსტრიული მშრალი საფუარები, რასაც დასადურებელ მასაში ხელოვნური გზით უმატებენ ოჯახური მეღვინეოების პირობებში ინდუსტრიული მშრალი საფუარების გამოყენება საჭიროებას არ წარმოადგენს, ხოლო საბარძიმე ღვინის დაყენებისას მისი გამოყენება აკრძალულია.