წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში ხელით მოკრეფილი მაღალხარისხოვანი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ყურძნის ფერმენტაცია და ღვინის დავარგება მიმდინარეობს ქვევრში 6 თვის განმავლობაში. გამოირჩევა მუქი ლალისფერი შეფერილობით ჰარმონიული შავი ხილისა და კენკრის არომატითა და გემოთი. რეკომენდებულია მისი მიღება ყველთან და შემწვარ ხორცთან ერთად 16-18 ˚C ტემპერატურაზე. შენახვის ტემპერატურა 10-12 ˚C.