მარანი
  • ნოემბერი 20, 2024
  • 20 ნოემბერი, ოთხშაბათი 2024
  • |
  • 2447
 

ტერმინი ,,მარანი" სულხან საბას განმარტებით არის ,,საღვინე სახლი", ხოლო ივანე ჯავახიშვილის ცნობით ძველ საქართველოში ტერმინი ,,საღვინე" აღნიშნავდა განსაკუთრებით დიდი მოცულობის მარანს.

მარანი უძველესი ქართული სიტყვაა. ამ ტერმინით სახელდებულია ადგილი, სადაც ჩაფლულია ქვევრები, ხდება ღვინის დაყენება და შენახვა.

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას ქვევრები ღია ცის ქვეშაა ჩაყრილი, რაც ასევე მარანს წარმოადგენს.

მარანი წარმოადგენს წმინდა ადგილს და ის განასახიერებს ტაძარს. მტრის შემოსევების დროს, როდესაც ქართული ტაძრები დაირბეოდა ამ დროს, მაგალითად ჯვრისწერა და ნათლობა მარანში აღესრულებოდა.

ამიტომაც მარნის აღმოსავლეთის მხარე საკურთხეველს განასახიერებდა. ქართულო ყოფაში მარანი ქვია თიხის სასმისსაც.

მას აქვს ზიარჭურჭელის პრინციპი, რაზეც ზედა მხრიდან დამაგრებულია ჭიქის ან ქვევრის მოყვანილობის ერთმანეთზე მიერთებული რამდენიმე ჭურჭელი. სასმისი მარანი ლხინის სუფრის სასმისია.