მშრალი წითელი ღვინო, მზადდება სამეგრელოს რეგიონში, სოფ. სალხინოში მოკრეფილი ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის ყურძნისგან. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, იკრიფება ხელით, წნელით მოწნულ კალათებში, დეკემბრის დასაწყისში. ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა ხანებში ფრანგმა აშილ მიურატმა, სალომე დადიანის მეუღლემ, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, ღვინის რეალიზაცია ხდებოდა ასევე რუსეთსა და ევროპაში. ღვინო ხასიათდება ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის საუკეთესო შეფარდებით, დიდი სხეულით, ხავერდოვნებით, ჰარმონიულობითა და მდიდარი ჯიშური არომატით. რეკომენდებულია მისი მიღება დესერტთან და ხილთან ერთად. შენახვის ტემპერატურა 10-12°C