წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში ხელით მოკრეფილი მაღალხარისხოვანი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინის დავარგება მიმდინარეობს ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში, რაც განაპირობებს მის გემოსა და არომატში მუხის, მოხალული ნუშისა და შავი კენკრის არომატების ჰარმონიულ და დაბალანსებულ შემცველობას. ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით. რეკომენდებულია მისი მირთმევა სხვადასხვა დასახელების შებოლილ ყველთან და ხორცთან ერთად 18-20 °C ტემპერატურაზე. შენახვის ტემპერატურა 10-12 °C.