ბოთლში ჩამოსხმული ღვინის შენახვა
ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს ინახავენ დაწვენილ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამ დროს ღვინის ბოთლის საცობი არის ღვინით გაჟღენთილი და ბოთლიდან ღვინის აორთქლება არ ხდება. აქედან გამომდინარე ღვინოს მინიმალური შეხება აქვს ჰაერთანაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია ღვინის ხანგრძლივად შენახვისა და მისი ხარისხისათვის.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მევენახეობაში
ყურძენში შაქრიანობის შემცველობა და ზოგადად სიმწიფე დამოკიდებულია აქტიურ ტემპერატურათა ჯამზე. ეს მომენტი ყოველი რეგიონისა და ხშირად კონკრეტული ჯიშებიც შემთხვევაშიც განსხვავებულია. მაგალითად, რქაწითელისათვის სავეგეტაციო პერიოდში, ანუ კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამმა საშუალოდ 3100ºC-დან 3500ºC-მდე უნდა შეადგინოს. ცოლიკოურისთვის ეს მაჩვენებელია დაახლოებით 3800ºC-3900ºC და სხვა..
აქტიური დუღილი
ყურძნის დაწურვიდან მესამე-მეოთხე დღეს იწყება აქტიური, ანუ მძაფრი დუღილი, რომელიც დაახლოები თერთ კვირას გასტანს. ამის შემდეგ იწყება წყნარი, ანუ პასიური დუღილი. ალკოჰოლური დუღილი ნორმალურ პირობებში დაახლოებით 2 კვირას გრძელდება.
აჭარის ვაზის ჯიშები
აჭარაში გვხდება 44 ადგილობრივი ვაზის ჯიში. აქედან 27 წითელყურძნიანია, 16 თეთრყურძნიანი, ხოლო 1 ვარდისფერყურძნიანი. აჭარული ვაზის ჯიშებიდან 8 ჯიშს გააჩნია ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები.