სუფრის ყურძენი
  • ნოემბერი 14, 2024
  • 14 ნოემბერი, ხუთშაბათი 2024
  • |
  • 2063
 

სუფრის ყურძენი

სპეციალურად გამოყვანილი ვაზის ჯიში, რომელიც ისხამს ხორციან და დიდმარცვალა მტევნებს. სუფრის ყურძენს აქვს შედარებით დიდხანს შენახვის უნარი და, როგორც წესი ღვინის დასაყენებლად არ გამოიყენება. სუფრის ყურძნადვე ხშირად გამოიყენებენ საღვინე ჯიშებსაც, მაგალითად: რქაწითელი, ჩინური, ალადასტური და სხვ.

ტანინი

მრთლიმლავი ნივთიერება, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება, მაგალითად კახურ ღვინოში. ტანინებს ვხვდებით ყურძნის მარცვლის კანში, ჩენჩოში, წიპწასა და კლერტში. ტანინს, გარდა ღვინისა და ყურძნისა ვხვდებით ასევე მცენარის მერქანში (მუხა...), ფოთლებში და მთრიმლავი მცენარის ნაყოფში (ხურმა, წყავი...). ტანინს ახასიათებს მწკლარტე, მლაშე გემო.