თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, სოფელ ტვიშში, წნელით მოწნულ კალათებში (გოდრებში), ხელით მოკრეფილი, მაღალი ხარისხის ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან, ტვიშის მევენახეობის სპეციფიურ ზონაში. გამოირჩევა ღია ჩალისფერი, მომწვანო ელფერით. ხასიათდება ქორფა ციტ რუსოვანი, ნესვის და მსხლის ტონებით და ხანგრძლივი ყვავილოვანი გამყოლი გემოთი. ღვინოში სასიამოვნოდაა ერთმანეთში შერწყმული სიტკბო და მჟავიანობა. ღვინო კარგად ეხამება დესერტებს, ხილს, ტკბილეულს. ღვინის შენახვის ტემპერატურა: 10-12°C