თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში ხელით მოკრეფილი მაღალხარისხოვანი ქისის ჯიშის ყურძნისგან – კახური ტრადიციული მეთოდით – ქვევრში სრული ფერმენტაციით და ჭაჭაზე დავარგებით 6 თვის განმავლობაში. გამოირჩევა მუქი ქარვისფერი შეფერილობით, მინდვრის ყვავილების, ხილის, ტანინებისა და სიმჟავის დაბალანსებული, ჰარმონიული არომატითა და გემოთი. რეკომენდებულია მისი მიღება 14-16 ˚C ტემპერატურაზე, ყველთან, მოხარშულ ხორცთან და შემწვარ სოკოსთან ერთად. შენახვის ტემპერატურა 10-12 ˚C.