ხვანჭკარა
61.00

წითელი ნახევრად ტკბილი  ღვინო მზადდება რაჭის რეგიონში სოფელ ხვანჭკარაში, ყუთებში ან წნელით მოწნულ კალათებში (გოდრებში) ხელით ნაკრეფი მაღალი ხარისხის ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნით, ხვანჭკარის მევენახეობის მიკროზონაში. იგი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, კარგად განვითარებული ჯიშური არომატით და ჟოლოს ხავერდოვანი ტონებით.  ღვინის გემო გაჯერებულია და დელიკატური, სიმჟავისა და სიტკბოს საუკეთესო ბალანსით, აქვს ხანგრძლივი დაბოლოება ხილის გემოთი. ღვინო კარგად ეხამება დესერტებს, ხილს, ტკბილეულს. ასევე რეკომენდებულია როგორც აპერეტივი. შენახვის ტემპერატურა: 10-12°C

მოცულობა