წითელი მშრალი ღვინო, დამზადებულია კახეთის რეგიონში, მუკუზნის მევენახეობის მიკროზონაში ხელით მოკრეფილი, მაღალი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნით. ახასიათებს მუქი წითელი შეფერილობა, კენკრისა და ქლიავის ტონები. გამოირჩევა ელეგანტურად დამშვენებული მუხაში დაძველების პიკანტური ბუკეტით. კარგად ეხამება ხორცს, მაგარ და ნახევრად მაგარ ყველს. შენახვის ტემპერატურა: 16-18°C